სიდრი უფრო მეტად გავს ლუდს, ვიდრე ღვინოს

გარდა ფერმენტაციისა (ლუდთან შედარებით), ყველაფერი განსხვავებულია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მზა პროდუქტი ლუდის მსგავსია ალკოჰოლის შემცველობით (5% -დან 8% -მდე) ან/და იმითომ რომ ხშირად ლუდივით გაზიანია. ყველა სხვა კრიტერიუმით ის არის ღვინო: “იღებ ხილს, შემდეგ ფერმენტაცია და აცლი ხილს რომ გამოხატოს თავისი თავი”. ლუდისგან განსხვავებით, რომელიც უფრო მზარეულობას და რეცეპტის განვითარებას გულისხმობს, სიდრი უფრო დამოკიდებულია დუღილის პროცესსა და ხილის თავისებურების გამოხატვაზე.

კრაფტ სიდრის მომზადების პროცესი იგივეა რაც ღვინის მომზადების დროს. იგი იწყება ხილის დამწიფების შემდეგ დაკრეფვით. შემდეგ ვაშლი ირეცხება, იჭრება, რის შემდეგაც იწურება. დუღილი ხდება ფოლადის ავზში ან მუხის კასრებში. დუღილი ნელი და ცივია, როგორც თეთრი ღვინის დროს, რათა შეინარჩუნოს გემოები და არომატები.

მაგრამ:

კომერციული სიდრი პირველად 1980 წელს გამოჩნდა, როგორც ლუდის ოდნავ უფრო გაზიანი და ტკბილი ალტერნატივა, და დღესდღეობით ბაზარზე პოზიციონირებს და იყიდება ლუდის მსგავსად. კომპანიებმა, როგორიცაა Anheuser-Busch, MillerCoors და Michelob შეძლეს (აშშ-ს თითქმის $ 400 მილიონი დოლარიან ინდუსტრიაში) გაყიდვების ზრდა 4.5 მილიონიდან (2010 წლის მონაცემები) 23.2 მილიონამდე (2014 წლის მონაცემები).

სიდრის ეს სახეობები ძირითადად შეიცავს 7%-ზე ნაკლებალკოჰოლს, და შეიძლება შეიცავდეს ვაშლის კონცენტრატს და დანამატებს, რაც იძლევა საშუალებას რომ აწარმოონ სულ და თან დაბალ ფასში.

კრაფტ სიდრი, კი უფრო წააგავს ღვინოს. ფაქტობრივად, თუ სიდრი შეიცავს 7% -ზე მეტ ალკოჰოლს ამერიკაში ის ითვლება ღვინოდ და ღვინის მსგავსად მათ უნდა ჰქონდეთ TTB- ს (აშშ-ს ალკოჰოლისა და თამბაქოს საგადასახადო და სავაჭრო ბიურო) მიერ დამტკიცებული ეტიკეტები, მაგრამ არ არის სავალდებულო ინგრედიენტების ჩამონათვლის გაკეთება. მნიშვნელოვანია, ის რომ ისასმელი უნდა შედგებოდეს მთლიანად ვაშლიდან. თუმცა, სიდრის მწარმოებლებს არ აქვთ უფლება რომ გამოიყენონ თავისი სახელი და გამოშვების წელი ეტიკეტებზე.

კრაფტ სიდრი გამოირჩევა მრავალფეროვანი სტილით, დაწყებული ლუდის მსგავსი ვერსიებით, გაგრძელებული ღვინის მსგავსი ვერსიებით, თუ ცქრიალად (ზოგიერთი მზადდება ტრადიციული შამპანურის მეთოდით) ან კიდევ, როგორც ერთ-ვაშლის ჯიშით ფერმენტირებული მშრალი, დამზადებულ ძველ მუხის კასრებში.

აშშ-ს ნომერ პირველი ალკოჰოლური სასმელი

ტრადიციული სიდრი – 100% ფერმენტირებული ვაშლის წვენი, როგორიც მას ევროპაში ათასობით წლის განმავლობაში იცნობდნენ – ამერიკის ნომერ პირველი ალკოჰოლური სასმელი იყო და მე -19 საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელად ითვლებოდა. ალკოჰოლის აკრძალვის კანონის შემოღებამდე ის ითვლებოდა ლუდის “მსუბუქ” ალტერნატივად.

სიდრი კვლავაც იკავებდა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმლის ადგილს მე -19 საუკუნეში, სანამ მე -20 საუკუნის დასაწყისში ლუდის წარმოებამ არ გადაასწრო. ალკოჰოლის აკრძალვის შემოღების შემდეგ ბევრი ბაღი მიატოვეს ან/და გაიჩეხა.

უილიამ ჰენრი ჰარისონის კამპანია (აშშ-ს IX პრეზიდენტი)

როდესაც 1840 წელს ჰარისონმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინდა თავისი კანდიდატურა, სიდრის მიმართ იმდენად კარგი განწყობა იყო ხალხში, რომ ის მისი სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახადა. აქციების დროს ის ხალხში არიგებდა სიდრს, რის შემდეგაც მხარდამჭერები ომახიანად ასრულებდნენ “Yankee Doodle Dandy” სიმღერას სადაც სიდრსაც ახსენებდნენ:

With Harrison our country’s won
No treachery can divide her
Thy will be done with Harrison
Log Cabin and Hard Cider!

მან გაიმარჯვა.

საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებული შტატები სიდრის რენენსანსის შუაგულშია და სწრაფი ტემპებით გაიზარდა სიდრის ქარხნების მშენებლობა.

წყარო: https://food52.com/blog/9609-the-history-of-cider-in-the-united-states?fbclid=IwAR2fSlE_RLIzhzUpU4ZOrglYo9S0KvgTsmLjMrCnTuaignF_ZPPaasZ6JVY

სიდრის მწარმოებელი ქვეყნები

სიდრი წარმოება ევროპაში პოპულარული ტრადიციაა.

საფრანგეთში სიდრი ან “cidre” დიდწილად დაბალი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც უფრო რბილი არომატით გამოირჩევა, ხოლო მაგალითად ესპანური “cidra” უფრო მძაფრი მრავალფეროვან ციტრუსოვანი არომატით გამოირჩევა.

ბრიტანეთის ბარებში უფრო მისაღებია შვედური სტილის სიდრი. ძირითადი შემადგენლობა ვაშლია, მაგრამ ის გამოირჩევა მრავაფეროავნი არომატებით როგორიცაა შავი მოცხარი, ლიმონი, ცაცხვი, შერეული კენკროვანი. ყველა ეს სიდრი უფრო ტკბილია ვიდრე სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული.

მსხალი ასევე პოპულარული არომატია სიდრისთვის, მაგრამ არ უნდა აგვერიოს მსხლის სიდრში, იგივე პერიში, რადგან მსხლის არომატიან სიდრში ვაშლის წვენი ჭარბობს, ხოლო პერიში კი მსხლის წვენი ჭარბობს.

სიდრი ძალიან პოპულარულია ამერიკისა და აზიის ქვეყნებში (სინგაპურში სიდრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია).

სიდრი ასევე მზადდება რუსეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა “St. Anton” (http://yablochny-spas.ru/produktsiya/)

კრაფტ სიდრის წარმოება იზრდება უკრაინაშიც, რომელიც 2016 წელს დაიწყო.

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ახლად გაჩენილი ადგილობრივი სიდრის ბარები, როგორიცაა:

ქვევრის ტექნოლოგია

ქართული “ქვევრის” ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი ხარისხის სიდრის დასამზადებლად!

მაგალითად:

ვირჯინიის შტატში არსწბული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანია, “Castle Hill”, აწარმოებს 5 ვარსკვლავიან სიდრს, ქართული ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/american-cider-made-in-georgian-kvevri/4023564.html

ახალი ბიზნეს შესაძლებლობა მეღვინეებისთვის

ინფორმაცია მომზადებულია დოქტორ მურლი დურამდიკარის მიერ (აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყურძნისა და ღვინის ინდუსტრიის ინსტიტუტის დირექტორი)

„ღვინის მწარმოებლებს შეუძლიათ დაიწყონ არამარტო ყურძნის, არამედ ხილის ღვინის (სიდრის) დამზადებაც, რადგან“:

  • ბაზარზე იხსნება ახალი ნიშა;
  • დამზადებას ჭირდება ნაკლები დრო (ყურძნის ღვინოსთან შედარებით);
  • ლიკვიდურობა მიიღწევა მოკლე დროში;
  • სიდრი შესაძლებელია გაკეთდეს წელიწადის ნაკლებად დაკავებულ პერიოდში (რთველის შემდეგ), რაც განაპირობებს საწარმოს და მუშახელის ეფექტურ გამოყენებას;
  • ზოგჯერ, სიდრის დამზადების გადაწყვეტილება, მიიღება ხილის ხელმისაწვდომობის და მიმზიდველი ფასის მიხედვით;
  • დაბალი შრომისა და ნედლეულის ხარჯები (საჭიროა მხოლოდ წყალი, ხილი და დუღილი);

რომელი ხილი?

სიდრის დასამზადებლად, გამოდგება ბევრი სახეობის ხილი.

  • ძირითადი ხილია: ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ბალი, მარწყვი, მაყვალი, ჟოლო და მოცვი.
  • ხილის არჩევანი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ბაზრის მოთხოვნა, ნედლეულის ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური ფაქტორები;
  • ნედლელული ადგილობრივად მოყვანილი ხილია, რომელიც მისი დამწიფების პერიოდში იშოვება დიდი რაოდენობით და დაბალ ფასად;
  • ხილი შეიძლება იყოს, როგორც დაიზანებული, ასევე კარგად დამწიფებული;
  • სიდრის დამზადება შეიძლება ვაშლის ბევრი ჯიშის გამოყენებით;

სიდრის დამზადება შესაძლებელია ხილის კონცენტრატებითაც (ადვილია შესანახად, სჭირდება ნაკლები სივრცე და დრო).

წყარო: https://www.extension.iastate.edu/wine/apple-wine

სიდრის გავლენა უკვე ცდება დიდ ბრიტანეთს

სიდრის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 5%-ით ყოველწლიურად, რათა მიაღწიოს 3 მილიარდ ლიტრს 2020 წლისათვის, რაც განპირობებულია ამ კატეგორიის გაძლიერებით აშშ-ს, ევროპის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ბაზრებზე;

მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, მსოფლიოში, დამატებით 640 მილიონი ლიტრი სიდრი იქნება მოხმარებული;

კანადიანის (კვლევითი ორგანიზაცია) მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის საბაზრო წილი, 2015 წლის 41% -იდან 2020 წლისათვის, 33%-მდე შემცირდება, რაც განპირობებულია აშშ-ს, ევროპის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის წარმოების მიერ.

რახე სტიგესის (კანადიანის ანალიტიკოსი) თქმით, „ ამ ზრდას გამოიწვევს, როგორც ახალი და ინოვაციური სიდრის სახეობების გამოჩენა, ასევე, ამ პროდუქტის გავრცელება ახალ რეგიონებში. უფრო მეტი მომხმარებელი აღმოაჩენს ამ სასმელს და ჩაანაცვლებს ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელს სიდრით“;

ის ამბობს, „ქვეყნის ტრადიცია და კულტურა მნიშვნელოვანია სიდრის პოპულარიზაციასა და მოთხოვნის გაზრდისათვის“;

კრაფტ სიდრის მოთხოვნილებაც იზრდება, ვაშლის მწარმოებლების უმრავლესობა უბრუნდება ძველ ფესვებს და იწყებს სიდრის წარმოებას.

წყარო: https://www.thedrinksbusiness.com/2015/06/cider-stretching-its-influence-outside-the-uk/

სიდრის მსოფილიო მოხმარება საგრძნობლად იზრდება

ბანკის სურსათის და აგრობიზნესის კვლევისა და საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში სიდრის მოხმარება 50% -ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ საგრძნობლად გაზარდა სიდრის ბაზრის ათვისება, ბრიტანეთში (სიდრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა) ისევ მნიშვნელოვნად რჩება ბაზრის წილის ზრდა რაც განპირობებულია დემოგრაფიული და სამომხმარებლო ბაზრიდან გამომდინარე.

რაბობანკის კვლევა გვეუბნება, რომ სიდრის ინდუსტრიის კიდევ უფრო დახვეწას და ფორმირებას მოახდენს “ახალი ჰიბრიდული მოთამაშეების” გაჩენა, რომლებიც ბაზარს უფრო ახალ და ინოვაციურ სიდრის სახეობებს შესთავაზებს და ჩაანაცვლებს სტანდარტულ (ახლანდელ) ბაზარზე მოთამაშე მსხვილ ბრენდებს.

სიდრი ტრადიციულად ძალიან მცირე სასმელების კატეგორიას წარმოადგენდა, მაგრამ გასული ათი წლის განმავლობაში სფერო სწრაფი ტემპებით გაიზარდა, შთამბეჭდავი საშუალო წლიური 6% მოცულობის ზრდის მაჩვენებელით. მიუხედავად ამისა, სიდრის გაყიდვები ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩაუმოუვარდება ლუდს – ბრიტანეთშიც კი, მოხმარების მხოლოდ 20% -ს შეადგენს – რაც იმას ნიშნავს, რომ სიდრის ინდუსტრიას საგრძნობლად დიდი გაფართოება ელოდება.

რაბობანკის ანალიტიკოსი, ფრანსის სონვევილი ამბობს, რომ “სიდრის კომპანიების ბაზრის წილის ზრდას ხელს უწყობს “ჰიბრიდული მომხმარებელი”, ადამიანთა ახალი ჯგუფი, რომლებიც ყიდვისა და მოხმარების ჩვევით განსხვავდებიან აქამდე არსებული ადამიანებისგან.

მსოფილიო ექსპერტები იძახიან

ამბობს ავტორი ჯეფ ალთვორტი თავის წიგნში: „სიდრი მომზადება მარტივია: ყველაფერი თქვენს ახალ საყვარელ სასმელზე“

ამერიკის ნომერ პირველი ალკოჰოლური სასმელი

სიდრი ითვლებოდა ქვეყნის ყველაზე პოპულარულ სასმელად ალკოჰოლის აკრძალვამდე და ამ კანონის შემოღების შემდეგ, ვაშლის ბაღების ძირითადი ნაწილი ან გაიჩეხა ან შეწყდა მოვლა.

საბედნიეროდ, აშშ სიდრის რენენსანსის შუაგულშია და ქარხნების მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

დენ პუჩი (სიდრის სომელიე) – “ჩემთვის ეს არის სრულყოფილი სასმელი; მას აქვს მკაფიო მჟავიანობა და დაბალია ალკოჰოლის შემცვლელობით, მისი დალევა სასიამოვნოა საღამოს ან ძილის წინ”.

სიდრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალებში.

ექსპერტები ამბობენ, “გვენდეთ„

მიუხედავად სიდრის ამჟამინდელი პოპულარობისა , ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის იქნება კიდევ უფრო საინტერესო ათი წლის შემდეგ. რატომ? ვაშლის ბაღის გასაშენებლად, ზუსტად ამდენი დრო არის საჭირო, რაც გულისხმობს მეტ კონტროლს ვაშლის ხარისხზე, რაც “სიდრის ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება “.

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: https://www.amazon.com/gp/product/1452134456/ref=dbs_a_def_rwt_bibl_vppi_i2

სიდრის შედარება ღვინოსთან და ლუდთან

  • სიდრს იპოვით კლუბში, ლუდის ტიპის პაბებში და ტავერნებში;
  • მაღაზიაში სიდრს მიაგნებთ ლუდის სექციაში;
  • პროდუქცია დიდწილად ჩამოსხმულია ლუდის ბოთლსა და ქილაში;
  • სიდრის ფასი უფრო ლუდთან მიახლოებულია ვიდრე ღვინოსთან;
  • ალკოჰოლის შემცველობა ლუდსა და სიდრში ერთნაირია.

ყველაფერი განსხვავებულია, დუღილის გარდა

  • გავს ლუდს
    • ალკოჰოლის შემცვლელობა 4-8%;
    • ჩამოსხმულია ლუდის ბოთლში ან/და ქილაში;
    • სასმელი გხვდებათ ბარებში, პაბებში და კლუბში.
  • გემოების არჩევანი
    • ლუდისგან განსხვავებით, სიდრი შეგხვდებათ ათეულობით სხვადასხვა გემოთი.
  • ეფექტური
    • რადგან სიდრი შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ხილისგან და დუღილის პროცესი მოითხოვს 2-6 თვემდე პერიოდს, მისი დამზადება შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე.
  • პოპულარობა
    • 19 საუკუნის ამერიკის ნომერ პირველი ალკოჰოლური სასმელი;
    • მოიხსენიებენ როგორც ლუდის ტკბილ შემცვლელს.

ჩვენს შესახებ

ამ გვერდის მიზანია მოვახდინოთ სიდრის პოპულარიზაცია საქართველოში. მივცეთ ჩვენს ეკონომიკურ ბაზარს ახალი შესაძლებლობა და შევცვალოთ აქციზის გადასახადი დადუღებულ სასმელებზე !

პრობლემა:

საქართველოში აქციზის გადასახადი ღვინოზე 0.00 ლარია, ლუდზე 0.12 თეთრი. სხვა დადუღებულ სასმელებზე (მათ შორის სიდრი, თაფლის ღვინო) კი არის:

  • 5% ნაკლები ალკოჰოლის შემცვლელობის შემთხვევაში – 0.60 თეთრი;
  • 5% მეტი ალკოჰოლის შემცვლელობის შემთხვევაში – 5.00 ლარი;

პრობლემის გადაჭრა:

ერთადერთი, რაც საჭიროა საქართველოს ბაზრისთვის ახალი შესაძლებლობის მისაცემად, არის:

  • ან საერთოდ არ დაიბეგროს სიდრი , რადგან ის ღვინოა, უბრალოდ ხილისგან დამზადებული;
  • ან დაიბეგროს, როგორც ლუდი, რადგან ალკოჰოლის შემცვლელობა (ან/და მოხმარება) მსგავსია;