ვაშლიდან სრულყოფილ სასმელამდე
ვაშლიდან სრულყოფილ სასმელამდე
ქართული სიდრის ასოციაცია

“ქართული სიდრი” არის სიდრის, პერის (მსხლის სიდრი), თაფლუჭის და სხვა ფერმენტირებული სასმელების მწარმოებლებისთვის შექმნილი ასოციაცია საქართველოში.

ჩვენ შევისწავლით და ვაგროვებთ ინფორმაციას სიდრისა და სხვა ფერმენტირებული სასმელების წარმოების წესების, მდგრადი განვითარებისა თუ მომზადების შესახებ.

ვუზიარებთ მათ ჩვენს წევრებს, საქმიანობის დაწყების ან გაუმჯობესების, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრაქტიკების შეთავაზებით, სიდრის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და აღნიშნული სასმელების ადგილობრივ თუ უცხო ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით.

ჩვენი მისიაა
1
შევქმნათ ახალი საბაზრო შესაძლებლობები საქართველოსთვის
2
განვავითაროთ მდგრადი, მრავალფეროვანი და წარმატებული "სხვა ფერმენტირებული სასმელების ინდუსტრია"
3
ჩვენი წევრებისთვის ღირებული ინფორმაციის, რესურსებისა და მომსახურების მიწოდება და მათი ინტერესების დაცვა
ასოციაცია არის

მწარმოებლებისთვის:

“ქართული სიდრი” ხელს უწყობს, როგორც სიდრით დაინტერესებულ პირებს, ასევე ნებისმიერი ზომის წარმოებას განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

ვეხმარებით ადგილობრივი სიდრით დაინტერესებულ პირებს და ნებისმიერი ზომის საწარმოებს, ცნობიერების ამაღლებასა, მდგრად განვითარებაში და მათი პროდუქტის/ბრენდის შექმნასა და პუპულარიზაციაში, როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ ბაზარზე.

ჩვენ ვაკავშირებთ ქართველ მწარმოებლებს, რეგიონის მასშტაბით რესტორნების, ბარებისა და საცალო მაღაზიების წარმომადგენლებთან.

რეალიზაციისთვის:

“ქართული სიდრი” უზრუნველყოფს ყველა ხელშემწყობ რესურსებს ვაჭრობისთვის, მათ შორის, პერონალის განათლებას, დეგუსტაციებსა და სიდრის ადგილობრივ ან გლობალურ მწარმოებლებთან კავშირებს.

ასევე ხელს ვუწყობთ საზოგადოებრივი ღონისძიებების, დეგუსტაციებისა და საკვებთან შეხამების პოპულარიზაციას, რაც ზრდის ადგილობრივი სიდრის მიმართ ინტერესს და მასზე მოთხოვნას.

მომხმარებელისთვის:

“ქართული სიდრი” თავისი წევრების პროდუქტების პოპულარიზაციას ახდენს რეგიონში არესებულ რესტორნებში, ბარებსა და საცალო მაღაზიებში.

ინდუსტრიის მოთამაშეები
ამ მრავალფეროვან და ძლიერ ინდუსტრიას ქმნიან:
1
  • ენთუზიასტები და მოყვარულები
  • 2
  • პოტენციური სიდრის მწარმოებლები
  • 3
  • სახლის მცირე საწარმოები
  • 4
  • ყველა ზომის სიდრის საწარმო
  • 5
  • საცალო და საბითუმო მოვაჭრეები
  • 6
  • ვაშლის ბაღები
  • 7
  • დონორები და პარტნიორები
  • 8
  • სხვა ქვეყნის ასოციაციები
  • 9
  • სხვა ქვეყნის სიდრის მწარმოებლები