სამოქმედო გეგმა (2021-2030)
- დონორებისა და პარტნიორების მოძიება;
- სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საერთაშორისო სიდრის ექსპერტებისა და მწარმოებლების ჩამოყვანა და შეხვედრების, გაცვლითი პროგრამების დანერგვა;
- სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს სიდრისა და სხვა ფერმენტირებული სასმელების ინდუსტრიის ზრდას;
- საქართველოში, ყველა სახის სიდრისა და სხვა ფერმენტირებულ სასმელებზე მოთხოვნის ზრდა;
- ურთიერთობა მედიასთან ცნობიერების ამაღლების მიზნით;
- საქართველოში, სიდრისა და სხვა ფერმენტირებული სასმელების წარმოების შესახებ არსებული ცოდნის გაუმჯობესება;
- ჩვენი წევრების საჭიროებების დაკმაყოფილება გაუმჯობესებული რესურსებითა და მომსახურებით;
- ახალი სააქციზო პოლიტიკის შემუშავება.