Ბევრი მეკითხება სიდრის მომზადების ზოგად წესებზე, თუ როგორ მზადდება შუშხუნა, ტკბილი სასმელი, ამიტომ გადავწყვიტე ერთ ბლოგში მომექცია ის ძირითადი...
სიდრი ერთერთი უძველესი მსუბუქი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ხილის, ძირითადად ვაშლის წვენის დადუღების საშუალებით მზადდება. სხვაგვარად მას ვაშლის ღვინოსაც უწოდებენ. სასმელის დასაყენებლად იმ ჯიშის ვაშლის წვენიც გამოიყენება, რომელიც საკვებად უვარგისია.
სიდრის ალკოჰოლის შემცველობა ძირითად შემთხევაში ლუდის მსგავსია, თუმცა არომატების სიმრავლით უფრო ღვინოს მოგაგონებთ.
სიდრი არის მდგრადი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ხელს უწყობს საკვების ნარჩენების შემცირებას. ვაშლი, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის უვარგისია, შეიძლება გამოყენებულ იქნას სიდრის წარმოებისთვის, რაც ამცირებს ნარჩენებს საკვების მიწოდების ჯაჭვში. გარდა ამისა, სიდრის წარმოებას შეუძლია ხელი შეუწყოს მდგრად სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი ვაშლის მწარმოებლებისთვის ახალი მომხმარებლის გაჩენით. სიდრის ინდუსტრიის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, თანაც გემრიელი და საინტერესო სასმელის პოპულარიზაციაში.
ამ უნიკალური საგემოვნო თვისების წყალობით ის მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და რაბობანკის მონაცემებით, სიდრის წარმოება ყოველწლიურად 5%-ით იზრდება.
თუ გაქვთ ვაშლის ბაღი, ამზადებთ ან გინდათ ისწავლოთ სიდრის დაყენება, გსურთ მოახდინოთ მისი რეალიზაცია, ან უბრალოდ მოგწონთ, შემოგვიერთდით, რომ ერთად მოვახდინოთ ამ ინდუსტრიის შექმნა საქართველოში და ქართული სიდრის, მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა
შემოგვიერთდი დღესვე!
საქართველოში ყოველწლიურად მოსული ხილის 50% ვაშლი შეადგენს და ის ექსპორტის პოტენციალის მქონე, 21 პრიორიტეტულ პროდუქტის სიაში ხვდება
ჯოან მორგანისა და ელისონ რიჩარდსის “ვაშლების წიგნი”-ის პირველივე თავში “სამოთხის ნაყოფში” წერია:
“სწორედ ამ ტყეებში გაჩნდა კულტივირებული ვაშლი, სხვა მრავალ ხილთან ერთად და როდესაც რუსმა მცენარეთა გენეტიკოსმა, ნიკოლა ვავილობმა და მისმა კოლეგებმა 1920-იან წლებში პირველად გამოიკვლიეს საქართველოსა და სომხეთის ტყეები, აღმოაჩინეს უამრავი ველური ვაშლის, კომშისა და მსხლის ხეები, მორთული მცოცავი მცენარეებით “ადგილი სადაც შემოდგომაზე, როცა ნაყოფი მწიფდება, ამიერკავკასიის ტყეში გამავალმა მოგზაურმა თავი სამოთხის ბაღში იგრძნოს”.
იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის წყალი, მრავალფეროვანი ვაშლის ჯიშები, ღვინის კეთების უძველესი კულტურა და უნიკალური, ქვევრის ტექნოლოგია საქართველო იდეალური ქვეყანაა სიდრის საწარმოებლად.
Ბევრი მეკითხება სიდრის მომზადების ზოგად წესებზე, თუ როგორ მზადდება შუშხუნა, ტკბილი სასმელი, ამიტომ გადავწყვიტე ერთ ბლოგში მომექცია ის ძირითადი...
Ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ შეილება სიდრის ან სხვა დადუღებული სასმელებისთვის აქციზის მოთხოვნა. Ამისათვის პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების...
სიდრის და სხვა დადუღებული სასმელების კატეგორია რეგულირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, შესაბამისათ თუ გსურთ თქვენი სასმლის ეტიკეტის გაკეთება უნდა...