აქციზის მოთხოვნა (სიდრი და სხვა დადუღებული სასმელები)
Ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ შეილება სიდრის ან სხვა დადუღებული სასმელებისთვის აქციზის მოთხოვნა. Ამისათვის პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, საიდანაც უკვე მიყვებით ამ ინსტრუქციას.
აქციზის შესაკვეთად პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის პორტალზე და პირად კაბინეტში მოითხოვოთ შემდეგი: აქციზის შერჩეული პირის (SICPA) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ცვლილების/დამატების შესახებ.
Ასევე აუცილებლად ნახეთ ფინანსთა მინისტრის ბრძანების N275 მუხლის დანართი (გაიგე მეტი).
Მონაცემების შესავსებად გაითვალისწინეთ (ჯგუფის კოდი: 2206):
Სიდრის და სხვა ხილის ღვინოების კოდი ალკოჰოლის შემადგენლობის მიხედვით:
- 2206 00 100 02 – სპირტის ფაქტიური კონცენტრაციით 1.2 მოც.%-ზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 5 მოც.%-სა.
- 2206 00 100 03 – სპირტის ფაქტიური კონცენტრაციით 5 მოც.%-ზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 18 მოც.%-სა.
Სიდრის და ხილის ღვინოების აქციზის გადასახადი შემდეგია (გაიგე მეტი):
აქციზის მოსათხოვად თქვენ დაგჭირდებათ SICPA-ს პორტალზე რეგისტრაცია, საიდანაც შეძლებთ მარკების მოთხოვნას, შესაბამისად გიზიარებთ მათ მიერ გამზადებულ ინსტრუქციას (ბმული)
ვიდეო ინსტრუქცია ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:
- Სისტემაში შესვლა
- SKU რეგისტრაცია
- Მარკების შეკვეთა
- Მარკების მიღება
- Მარკების აქტივაცია
Გაითვალისწინეთ: აქციზური მარკების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით თქვენ მოგიწევთ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება. არ აქვს მნიშვნელობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაქვთ თუ ინდივიდუალურ მეწარმედ ხართ დარეგისტრირებული. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
Ასევე იხილეთ ეტიკეტზე გასათვალისწინებელი მონაცემები: ბმული