რა არის სიდრი?

ეს არის,

ალკოჰოლური / უალკოჰოლო სასმელი, რომელიც მზადდება ხილის წვენის დადუღების საშუალებით (ძირითადად ვაშლისგან). ნებისმიერი ჯიშის ვაშლის წვენი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიდრის დასამზადებლად (მათ შორის ისეთი ჯიშები, რომლებიც საკვებად არ გამოიყენება). ხშირ შემთხვევაში დუღილის მეორე ეტაპზე უმატებენ შაქარს ან სხვა ხილს (მათ შორის კენკროვანს) ალკოჰოლის პროცენტულობის დასარეგულირებლად ან/და არომატის მისაცემად.

მომზადების პროცესი

ერთერთი მსხვილი სიდრის მწარმოებელი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, სადაც კანონი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ უნდა შეიცავდეს მინიმუმ 35% ვაშლის წვენი (ნატურალურს ან კონცენტრატს), თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ნამდვილი სიდრი“ უნდა შედგებოდეს 90% ვაშლის წვენისგან.

მსხილსგან დამზადებულ სიდრს „პერის“ უწოდებენ.

საქართველოში აქციზის გადასახადი წლების მიხედვით

აქციზის გადასახადი წლების მიხედვით (ღვინო, ლუდი, სიდრი, თაფლის ღვინო)

აქციზის გადასახადი 1998 წლის მონაცემებით:

  • ლუდი – 0.12 ლარი
  • სიდრი – 2.00 ლარი
  • ღვინო – 1.00 ლარი / 0.50 ლარი

აქციზის გადასახადი 2005 წლის მონაცემებით გაიზარდა:

  • ლუდი – 0.20 ლარი
  • სიდრი – 2.50 ლარი
  • ღვინო – 1.20 ლარი / 0.70 ლარი

აქციზის გადასახადი 2010 წლის მონაცემებით გაიზარდა ლუდზე:

  • ლუდი – 0.40 ლარი
  • სიდრი – 2.50 ლარი

აქციზის გადასახადი 2014 წლის მონაცემებით გაიზარდა ლუდზეც და სიდრზეც:

  • ლუდი – 0.60 ლარი
  • სიდრი – 5.00 ლარი

აქციზის გადასახადი 2017 წლის მონაცემებით შეიცვალა ლუდზეც და სიდრზეც:

  • ლუდი – 0.12 ლარი
  • სიდრი – 5% მეტი 5.00 ლარი / 5% ნაკლები < 0.60 ლარი

სიდრის მომზადება

სიდრის მოხმარების ზრდა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა რაც განპირობებულია, ვაშლის მწარმოებელი ქვეყნებისგან მსოფლიოს მაშტაბით . ეხლა მოგიყვებით, რაც უნდა იცოდეთ ფერმენტირებულ ვაშლის წვენზე.

როგორ მზადდება სიდრი

ღვინის მსგავსად, სიდრი მზადდება ხილის გამოყენებით და დუღილის პროცესით.

  • გარეცხილი ვაშლი იპრესება წვენის გამოსაწურად, ამის შემდეგ, მას ემატება საფუარი, რომელიც გამოყობს ალკოჰოლს;
  • ამის შემდეგ, სითხე გადადის ფილტრაციის და გაზირების პროცესში (ზოგ შემთხვევაში ემატება  დამტკბობი საშუალებები), რომ მივიღოთ საბოლოო პროდუქტი;
  • მცირე ცვლილებები საფუარის, ვაშლის ჯიშების, სხვა ხილის დამატებით და დუღილის ხანგრძლივობა გვაძლევს გემოების ფართო ასორტიმენტს;
  • დამზადების შემდეგ, სიდრი შეგიძლიათ ჩამოასხათ ლუდის ბოთლებსა და ქილებში ან/და ღვინის ბოთლებში.

იხილეთ ვიდეო: სიდრის მომზადება სახლის პირობებში: