რა არის სიდრი?
ეს არის,
ალკოჰოლური / უალკოჰოლო სასმელი, რომელიც მზადდება ხილის წვენის დადუღების საშუალებით (ძირითადად ვაშლისგან). ნებისმიერი ჯიშის ვაშლის წვენი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიდრის დასამზადებლად (მათ შორის ისეთი ჯიშები, რომლებიც საკვებად არ გამოიყენება). ხშირ შემთხვევაში დუღილის მეორე ეტაპზე უმატებენ შაქარს ან სხვა ხილს (მათ შორის კენკროვანს) ალკოჰოლის პროცენტულობის დასარეგულირებლად ან/და არომატის მისაცემად.
ერთერთი მსხვილი სიდრის მწარმოებელი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, სადაც კანონი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ უნდა შეიცავდეს მინიმუმ 35% ვაშლის წვენი (ნატურალურს ან კონცენტრატს), თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ნამდვილი სიდრი“ უნდა შედგებოდეს 90% ვაშლის წვენისგან.
მსხილსგან დამზადებულ სიდრს „პერის“ უწოდებენ.