ახალი ბიზნეს შესაძლებლობა მეღვინეებისთვის
ინფორმაცია მომზადებულია დოქტორ მურლი დურამდიკარის მიერ (აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყურძნისა და ღვინის ინდუსტრიის ინსტიტუტის დირექტორი)
„ღვინის მწარმოებლებს შეუძლიათ დაიწყონ არამარტო ყურძნის, არამედ ხილის ღვინის (სიდრის) დამზადებაც, რადგან“:
- ბაზარზე იხსნება ახალი ნიშა;
- დამზადებას ჭირდება ნაკლები დრო (ყურძნის ღვინოსთან შედარებით);
- ლიკვიდურობა მიიღწევა მოკლე დროში;
- სიდრი შესაძლებელია გაკეთდეს წელიწადის ნაკლებად დაკავებულ პერიოდში (რთველის შემდეგ), რაც განაპირობებს საწარმოს და მუშახელის ეფექტურ გამოყენებას;
- ზოგჯერ, სიდრის დამზადების გადაწყვეტილება, მიიღება ხილის ხელმისაწვდომობის და მიმზიდველი ფასის მიხედვით;
- დაბალი შრომისა და ნედლეულის ხარჯები (საჭიროა მხოლოდ წყალი, ხილი და დუღილი);
რომელი ხილი?
სიდრის დასამზადებლად, გამოდგება ბევრი სახეობის ხილი.
- ძირითადი ხილია: ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ბალი, მარწყვი, მაყვალი, ჟოლო და მოცვი.
- ხილის არჩევანი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ბაზრის მოთხოვნა, ნედლეულის ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური ფაქტორები;
- ნედლელული ადგილობრივად მოყვანილი ხილია, რომელიც მისი დამწიფების პერიოდში იშოვება დიდი რაოდენობით და დაბალ ფასად;
- ხილი შეიძლება იყოს, როგორც დაიზანებული, ასევე კარგად დამწიფებული;
- სიდრის დამზადება შეიძლება ვაშლის ბევრი ჯიშის გამოყენებით;
სიდრის დამზადება შესაძლებელია ხილის კონცენტრატებითაც (ადვილია შესანახად, სჭირდება ნაკლები სივრცე და დრო).