სიდრის მსოფლიო საერთაშორისო დღე “თეისთ თბილისი”-ზე
ყოველ 3 ივნისს სიდრის მოყვარულები მთელს მსოფლიოში უჭახუნებენ ჭიქებს და სვამენ სადღეგრძელოს მსოფლიო სიდრის დღისადმი. ვაშლის ეს სასმელი უყვართ ყველგან, იაპონიიდან ამერიკამდე. სწორედ 2022 წელს საქართველოც პირველად შეუერთდება სიდრის საერთაშორისო დღესასწაულს. 3 ივნისს, შეკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით”თეისთ თბილისი”-ზე დედაენის ბაღში, ერთად დავაგემოვნოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი თავი ახალი შესაძლებლობებით!